> მთავარი > სერვისი
 

xSirad dasmuli kiTxvebi

როგორი კონცენტრაციითაა ხელმისაწვდომი მიგი® საბავშვო?

მიგი® საბავშვო ხელმისაწვდომია ორგვარი კონცენტრაციით: - 2% = 100 მგ იბუპროფენი/5 მლ, ანუ 20 მგ იბუპროფენი/მლ - 4% = 200 მგ იბუპროფენი/5 მლ, ანუ 40 მგ იბუპროფენი/მლ ორივე პროდუქტში თქვენს მიერ ბავშვისთვის მიცემული აქტიური ნივთიერების რაოდენობა თანაბარია.

რა ასაკიდან შეიძლება ბავშვებში მიგი® საბავშვოს გამოყენება?

მიგი® საბავშვო 2% (100 მგ იბუპროფენი/5 მლ) განკუთვნილია ბავშვებისთვის 6 თვის ასაკიდან (5 კგ წონიდან) 9 წლის ასაკამდე (29 კგ).

მიგი® საბავშვო ფორტე 4% (200 მგ იბუპროფენი/5 მლ) განკუთვნილია ბავშვებისთვის 1 წლის ასაკიდან (10 კგ წონიდან), მოზარდებისთვის და მოზრდილებისათვის

რა სიხშირით უნდა მიიღოთ მიგი® საბავშვო?

მიღების შესატყვისი ინტერვალი უნდა შეირჩეს სიმპტომებისა და მაქსიმალური სადღეღამისო დოზის გათვალისწინებით. მიგი® საბავშვო შეიძლება დღეში 3-ჯერ მიიღოთ დოზირების რეჟიმის შესაბამისად ასაკისა და სხეულის წონის გათვალისწინებით. ((ბმული მიგი® საბვშვო-სთან, ბლოკი 3)). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს, სულ მცირე, 6 საათს. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას.

რა ხანგრძლივობით შეიძლება მიგი® საბავშვოს გამოყენება?

მიგი® საბავშვო განკუთვნილია მხოლოდ მოკლევადიანი გამოყენებისთვის. თუ სიმპტომები უარესდება ან 3 დღეზე მეტხანს გრძელდება, მიმართეთ ექიმს.

შესაძლებელია თუ არა მიგი® საბავშვოს სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება?

შესაძლებელია, რომ მოხდეს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება. გთხოვთ, წაიკითხოთ შეფუთვაში არსებული წამლის ინსტრუქცია და რჩევისთვის მიმართოთ პედიატრს, თუ თქვენ შვილს უწევს სხვა წამლების მიღებაც.

უნდა იქნას თუ არა მიღებული მიგი® საბავშვო საკვებთან ერთად?

მიგი® საბავშვო შეიძლება დაინიშნოს ჭამის დროს ან მის შემდეგ. „მგრძნობიარე კუჭის“ მქონე ბავშვებისთვის უმჯობესია პრეპარატის ჭამის დროს მიღება.

არსებობს თუ არა მითითებები ინდივიდუალური დოზირების შესახებ?

დიახ. ზუსტი დოზირების შერჩევის გასაადვილებლად, გაეცანით ქვემოთ მოცემულ დოზის სახელმძღვანელოს:

მიგი® საბავშვო 2% (100 მგ იბუპროფენი/5 მლ)

მიგი® საბავშვო: დოზირება დამოკიდებულია სხეულის წონაზე ან ასაკზე; როგორც წესი, ერთჯერადი დოზა არის 7-10 მგ/კგ, ხოლო სადღეღამისო დოზა- 30 მგ/კგ. შესატყვისი გამოყენების ინტერვალი უნდა შეირჩეს სიმპტომებისა და მაქსიმალური სადღეღამისო დოზის შესაბამისად. მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს, სულ მცირე, 6 საათს. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას.

როგორ შევინახოთ მიგი® საბავშვო გახსნის შემდეგ და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი შენახვის დროს?

მიგი® საბავშვო არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. გამოყენების შემდეგ თავი დაახურეთ ბოთლს. ამოიღეთ დგუში შპრიცის კორპუსიდან, გარეცხეთ თბილი წყლით და გააშრეთ. პრეპარატი ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე 6 თვის განმავლობაში.

რა უპირატესობები აქვს მიგი® საბავშვოს?

დამტკიცებულია, რომ მიგი® საბავშვოს აქტიური ნივთიერება, იბუპროფენი, ეფექტიანად ებრძვის ცხელებას და ტკივილს.

მიგი® საბავშვო უზრუნველყოფს ტემპერატურის სწრაფ დაქვეითებას (ეფექტი იწყება დაახლოებით 15 წუთში) და გააჩნია ხანგრძლივი მოქმედება (8 საათამდე). ასევე, ეფექტურია ძალიან მაღალი ტემპერატურის დროსაც.

დამატებით, იბუპროფენი ამცირებს ტკივილს და აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ძირითადად, მიგი® საბავშვო კარგი ასატანია, აქვს მარწყვის გემო, რაც უადვილებს ბავშვებს პრეპარატის მიღებას,

მიგი® საბავშვოს თან ახლავს მარტივი მოწყობილობა, რომლითაც ადვილია ზუსტი დოზირება. მიგი® საბავშვო არ შეიცავს შაქარს, საღებავებს და ალკოჰოლს.

არსებობს თუ არა ალერგიის ან პრეპარატის აუტანლობის რისკი მიგი® საბავშვოს გამოყენების შემდეგ?

მომატებული მგრძნობელობით განპირობებული გამოვლინებები, როგორიცაა კანის გამონაყარი ან ასთმის შეტევები, იშვიათია ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების, ე.წ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების დროს, რომელთაც იბუპროფენიც მიეკუთვნება. თუ ეს სიმპტომები იჩენს თავს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

 
 

gamomcemeli

ეს ინტერნეტ პროდუქტი ბერლინ-ჰემის სერვისია

ბერლინ-ხემის წარმომადგენლობა

ქუჩა: დ.გამრეკელის ქ.N19

ქალაქი: თბილისი, 0160

ქვეყანა: საქართველო 

ტელ.:  2241370/71/72 ფაქსი: 2241210

ელ-ფოსტა: georgia@berlin-chemie.com

ფოტოების ავტორები

© Fotolia.com:
Oksana Kuzmina, Monkey Business, kharlamova_lv, athomass, Sebastian Kaulitzki, Robert Kneschke, Dan Race, Ilike, drubig-photo

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ჩვენი ინტერნეტ-პროდუქტის გვერდები მოწოდებულია იმისთვის, რომ წარმოგიდგინონ ინფორმაცია ჩვენი კომპანიის, პროდუქციის და სხვა მომსახურების შესახებ. მათი შესწავლა და შეგროვება მოხდა დიდი სიფრთხილით და მუდმივად განახლდება. მიუხედავად ჩვენი დიდი ინტერესისა შინაარსის სიზუსტის და სისრულის მიმართ, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიღებთ მასზე პასუხისმგებლობას, პირდაპირ ან არაპირდაპირ. ეს გვერდები, უბრალოდ, გვაწვდის ზოგად ინფორმაციას და არანაირად არ ანაცვლებს სამედიცინო, კომერციულ ან სხვა რეკომენდაციებს. ამ მიზეზით, გამორიცხულია იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ შეეძლო გამოეწვია ინტერნეტ გვერდების და მათში შემავალი ინფორმაციის გამოყენებას.

თუ ჩვენი ინტერნეტ-გვერდები შეიცავს ან მოიხსენიებს მესამე მხარის ინფორმაციას, ეს ინფორმაცია არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც ჩვენი მხრიდან რეკომენდაციების წარმოდგენა. ვინაიდან ჩვენ არ ვამოწმებთ ასეთ ინფორმაციას მისი სიზუსტის, სიახლის ან სხვა ტიპის კანონიერების თვალსაზრისით, ჩვენ ვერ ავიღებთ მასზე რაიმე პასუხისმგებლობას.

პროგრამა, მისი შინაარსი, მონაცემები, გამოსახულებები და სხვ. დაცულია საავტორო უფლებებით ან სამრეწველო საკუთრების სხვა უფლებებით. უფრო მეტიც, ჩვენ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ყველა პროდუქტის დასახელება და, შესაბამისად აღნიშული სხვა დასახელებები, დაცულია სასაქონლო ნიშნის კანონით. ნებისმიერი გამოყენება, მათ შორის კვლავწარმოება, გავრცელება და გადამუშავება, დასაშვებია მხოლოდ იურიდიულად დადგენილ ფარგლებში და მხოლოდ უფლებამოსილი პირის თანხმობით.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევცვალოთ ინტერნეტ გვერდების შინაარსი ნებისმიერ დროს.

© BERLIN-CHEMIE AG

 
 
 
 

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს