> მთავარი > ტკივილი
 



rogor aRmocendeba tkivili?

ტკივილი გამაფრთხილებელი გზავნილია, რომელიც უზრუნველყოფს დაზიანებული მიდამოს დაცვას. ტკივილის მაცნე „შიკრიკები“ აღმოცენდებიან თავში, კისერში და სხეულის ნებისმიერ სხვა ნაწილში, სადაც ტრავმაა, სადაც ნებისმიერი „განსაცდელია“. „შიკრიკი“ ნივთიერებაა, რომელიც  ავადმყოფობის ან ადამიანის ქსოვილის ნებისმიერი დაზიანების დროს გამოთავისუფლდება. „მოზღვავებული შიკრიკები“  ააქტიურებენ ნერვულ უჯრედებს, რომლებიც ტკივილის იმპულსებს თავის ტვინს გადასცემენ.

რა არის ანთება?

ანთება არის სხეულის იმუნური რეაქცია დამაზიანებელ ზეგავლენაზე. ასეთი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ტრავმამ, ავადმყოფობის გამომწვევმა მიკროორგანიზმებმა (ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები), უცხო სხეულმა, ქიმიურმა ნივთიერებამ, სიცხემ და სიცივემ, ასევე რადიაციამ (მზით დამწვრობამ).

ანთების დროს სხეულის დაავადებულ ან დაზიანებულ უბნებში გამოთავისუფლებული „შიკრიკები“  აძლიერებენ სისხლის მიმოქცევას. ეს აიძულებს იმუნურ უჯრედებს, უფრო სწრაფად მიაღწიონ დაზიანებულ მიდამომდე და ხელს უწყობს იმუნური პასუხის გაცემას.

წაიკითხეთ მეტი ბავშვთა გავრცელებული დაავადებების შესახებ, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ცხელებასთან და ტკივილთან…

გაიგეთ მეტი

 
  
 



tkivilis amocnoba

ხშირად, ტკივილი სათანადოდ არ ფასდება მცირეწლოვან ბავშვებში, რომელთაც, მათი ასაკიდან გამომდინარე, უჭირთ ტკივილის ზუსტად აღწერა. განსაკუთრებით რთულია ტკივილის ამოცნობა ჩვილებში, რადგან მხოლოდ სხეულის ენაა ტკივილის მაჩვენებელი. სახის დამანჭვა, თავდაცვითი ქცევა შეხების დროს, ყვირილი და ტირილი შეიძლება მიუთითებდეს ტკივილის არსებობაზე.

როგორ და რა ასაკიდან
აღიქვამენ ბავშვები ტკივილს?

ტკივილი ჩვენ ცხოვრებას მუდმივად თან სდევს. ტკივილის „გამოცდილება“ ცხოვრების გამოცდილებასთან ერთად გროვდება - თანდათან და განუხრელად. აბა, გაიხსენეთ როგორ შეხვდა თქვენი ბავშვი სხეულზე მიყენებულ თუნდაც უმნიშვნელო დაზიანებას პირველად და რამდენჯერ განმეორდა იგი. თავის, მუცლის და კიდურების ტკივილს სად წაუხვალთ? მაგრამ, დახეთ საოცრებას: ბავშვს ტკივილის განცდა გაცილებით ადრე შესძლებია - მუცლადყოფნის დროს!

დღეს ნეირომეცნიერებისა და ტკივილის სპეციალისტებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ნაყოფის ნერვული სისტემა საკმარისად მომწიფებულია იმისთვის, რომ ტკივილი შეიგრძნოს. ტკივილის აღქმისთვის საჭირო ნეირონული სტრუქტურები ყალიბდება ორსულობის ოცდამეათე კვირისთვის.

მაგრამ, დაბადებამდე, ბავშვებს არ აქვთ ტკივილის სრულყოფილი განცდის გამოცდილება. მათ უჭირთ ტკივილის არსში გარკვევა. ამიტომ, ისინი მოზრდილებისგან სრულიად განსხვავებულად აღიქვამენ და გამოხატავენ ამ შეგრძნებას. ადრეულ ასაკში ტკივილი მეტწილად მუცლის ფარზე აირეკლება. ბავშვი, რომელსაც სასის ანთება აქვს, შეიძლება ჩიოდეს, რომ მუცლის ტკივილი აწუხებს. სასკოლო ასაკიდან ტკივილის აღქმა უკვე ზრდასრულებისას ემსგავსება.

დროთა განმავლობაში, მშობლები, ძირითადად, სწავლობენ საკუთარი შვილების ტკივილის მანიშნებლების სწორად ამოცნობას თუ გააზრება. მშობლებს თანდათან უადვილდებათ გაარჩიონ, მათი პატარა სრულიად ჯანმრთელია  თუ, მაგალითად, ტკივილით თანხლებული რომელიმე ინფექცია შეეყარა. რთულ შემთხვევებში მოხერხებულია სიტყვიერი შეფასების და/ან  მხედველობითი ანალოგური სკალების გამოყენება. მათი მეშვეობით მარტივად შეიძლება დავეხმაროთ ბავშვს, ადვილად გაგვაგებინოს ტკივილის ბუნება და სიძლიერე.

ტკივილის გამოხატვის განვითარება ბავშვებში

თუ როგორ გამოხატავენ ან როგორ აღწერენ ჩვილები/ბავშვები თავიანთ ტკივილს, დამოკიდებულია მათ ასაკზე.

6 - 18 თვე:

ჩვილებს/ბავშვებს უვითარდებათ შიშის გრძნობა მტკივნეულ გარემოებაზე, მაგალითად, აცრის დროს ნემსის ჩხვლეტით გამოწვეულ ტკივილზე. ამგვარი ქცევა მიუთითებს ტკივილის მეხსიერების ჩამოყალიბებაზე. ამ ასაკში ჩვილები/ბავშვები, ასევე, იწყებენ ტკივილის ადგილმდებარეობის განსაზღვრას.  ბავშვები იწყებენ სიტყვა „ტკენის“ ან ტკივილთან დაკავშირებული სხვა სიტყვების გამოყენებას, მაგ., „ვაი“ და სხვ. ამ ასაკის ბავშვებმა შეიძლება გამოხატონ სიტყვიერი აგრესია, მომეტებულად იტირონ, უკან გასწიონ ან შეხებისაგან დაიცვან მტკივნეული მიდამო.

6 წლის ასაკამდე:

ბავშვები იწყებენ ტკივილის აღწერას. რადგან ბავშვების შემეცნებითი და ემოციური განვითარება მნიშვნელოვნად ვარირებს, სპეციალისტებმა და მშობლებმა უნდა შეისწავლონ ბავშვის მიერ ტკივილის გამოხატვის ენა, ტკივილის გამოხატვის ქცევითი ნიშნები და ყურადღებით მოუსმინონ ბავშვს, როდესაც იგი საკუთარ ტკივილზე საუბრობს.

სამი წლის ასაკიდან სათანადო განვითარების მქონე ბავშვს უკვე შეუძლია, რომ სიტყვიერი შეფასების სკალის, მხედველობითი ანალოგური სკალის და/ან სტანდარტიზებული  კითხვარის მეშვეობით რაოდენობრივად შეაფასოს ტკივილი,  მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ვიდრე 3-6 წლის ბავშვის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას დამაჯერებლად ჩავთვლით, კარგად ავწონ-დავწონოთ, რამდენად შესწევს ბავშვს უნარი, რომ სარწმუნო ინფორმაცია მოგვაწოდოს ტკივილის ადგილმდებარეობაზე, ხარისხზე, სიძლიერეზე (ბავშვის კომპეტენციის შეფასება).

7-10 წელი:

სასკოლო ასაკის ბავშვები სრულყოფილად აღწერენ თავიანთ ტკივილს. ისინი ხშირად ერიდებიან მტკივნეული ადგილების მოძრაობას და კუნთები დაძაბული აქვთ, მაგ., შეკრული მუშტები, კბილების ღრჭენა, შეჭმუხნული შუბლი. რადგან მათი აზროვნება უფრო ლოგიკური და გონივრული ხდება, ისინი იწყებენ ტკივილის დონეების გარჩევას. იმის გამო, რომ ამ ასაკის ბავშვები უფრო მიდრეკილნი არიან წესების დაცვისკენ, ისინი ხშირად კარგად რეაგირებენ პროცედურებზე, რათა გაუმკლავდნენ მტკივნეულ მოვლენებს.

11 წელზე მეტი:

მოზარდებს აქვთ აბსტრაქტული აზროვნების უნარი და მათთვის გასაგებია კავშირი „თუკი-მაშინ“. მტკივნეულ სიტუაციებში, მოზარდებს ტკივილზე შეიძლება მოზრდილების მსგავსი რეაქციები ჰქონდეთ, თუმცა, ხანდახან ისინი „უმწიფარ“ ქცევებს უბრუნდებიან.

ტკივილის სიძლიერის ბავშვისმიერი თვითშეფასება

ტკივილის შესაფასებლად რამოდენიმე სკალაა შექმნილი იმ ბავშვებისთვის, რომელთა სამეტყველო უნარი არ არის საკმარისი შეგრძნებების სრულად გადმოსაცემად.  ამ სკალების გამოყენება შეუძლიათ პედიატრებს.

ტკივილის შესაფასებლად რამოდენიმე სკალაა შექმნილი იმ ბავშვებისთვის, რომელთა სამეტყველო უნარი არ არის საკმარისი შეგრძნებების სრულად გადმოსაცემად.  ამ სკალების გამოყენება შეუძლიათ პედიატრებს.

ტკივილის სკალის მაგალითი, რომელსაც ექიმები იყენებენ ბავშვებში 4 წლის ასაკიდან:

 

0 - „ძალიან ბედნიერი ვარ/ არაფერი მტკივა (ტკივილი არ არის)

1 - ოდნავ მტკივა (უმნიშვნელო ტკივილი)

2 - ცოტა უფრო მეტად მტკივა (ზომიერი ტკივილი)

3 - ბევრად უფრო მეტად მტკივა (ასატანი ტკივილი)

4 - ძალიან მტკივა (გამოხატული ტკივილი)

5 - „მეტი ტკივილი წარმოუდგენელია“ (აუტანელი
      ტკივილი)

  
 

tkivilis Semsubuqeba

მიგი® საბავშვო: შეიცავს აქტიურ ნივთიერება იბუპროფენს, რაც ხელს უშლის ტკივილის მაცნე „შიკრიკების“  გამოთავისუფლებას, ამიტომ ტკივილის შეგრძნება სუსტდება ან საერთოდ არ გადაეცემა ტვინს. ამდენად, მიგი® საბავშვო აღჭურვილია უნარით, შეაკავოს სხვადასხვა მიდამოდან მომდინარე ტკივილი.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს

დაუყოვნებლივ თუკი თქვენი შვილი 6 თვემდე ასაკისაა, ექიმის კონსულტაცია აბსოლუტურად აუცილებელია. თქვენი შვილის ასაკის მიუხედავად, ექიმს უნდა აჩვენოთ, თუკი:

 

  • ბავშვს უეცრად განუვითარდა კრუნჩხვები (გულყრა) 
  • ხელით შეხებისას ბავშვი მკაფიოდ რეაგირებს ტკივილზე
  • ბავშვმა მნიშვნელოვანი რაოდენობით დაკარგა სითხე ოფლიანობის, ღებინების ან ფაღარათის შედეგად - მით უფრო, თუ ბავშვი მცირეწლოვანია

იცით, თუ არა, რომ...?

ჩვეულებრივ, ბავშვები უამრავ კითხვას სვამენ ცნობისმოყვარეობის გამო. გთავაზობთ დახმარებას, თუ როგორ უნდა მიაწოდოთ ბავშვებს ინფორმაცია იმ მოწყობილობების შესახებ, რომელთაც ექიმები იყენებენ.

 

 

პედიატრთან

 
  
 

 

Tavis tkivili bavSvebSi

ძნელად თუ შეიძლება მოიძებნოს ბავშვი, რომელსაც 12 წლის ასაკის მიღწევამდე ერთხელ მაინც არ განეცადოს თავის ტკივილი. თავის ტკივილი ორი სახისაა: პირველადი და მეორადი.

პირველადი თავის ტკივილი თავად დარღვევაა და არა რომელიმე სხვა ავადმყოფობის გამოვლინება. ამ ჯგუფს ძირითადად შაკიკი და დაძაბული ტიპის თავის ტკივილი წარმოადგენს. 7 წლის ასაკისთვის, ბავშვების 40%-ს განცდილი აქვს თავის ტკივილის რომელიმე ფორმა. 

ამის საპირისპიროდ, მეორადი თავის ტკივილი აღმოცენდება, როგორც სხვა ავადმყოფობის ერთ-ერთი სიმპტომი და ქრება, როდესაც ადამიანი ძირითადი ავადმყოფობისაგან განიკურნება.

ბავშვთა მეორადი თავის ტკივილის ჩვეული გამომწვევებია: გადამდები ავადმყოფობები (ბავშვთა ინფექციური დაავადებები ანუ „ბატონები“), სტრესი, შიში ან თავის თუნდაც უმნიშვნელო ტრავმა.

ყურადღებით დააკვირდით თქვენი ბავშვის თავის ტკივილს და მიმართეთ ექიმს, თუკი სიმპტომები ჭიანურდება, უარესდება ან ხშირად მეორდება.

 

 

ტკივილმა შეიძლება მეტად დააძაბუნოს ბავშვი და უუნარო გახადოს - ზოგჯერ უფრო მეტადაც კი, ვიდრე ცხელებამ. ამიტომ, ტკივილს ბავშვებში ყოველთვის უნდა ვუმკურნალოთ.

გაიგეთ მეტი...

 

თავის ტკივილის პრევენცია 

შეეცადეთ, თავიდან ააცილოთ თქვენს შვილს თავის ტკივილი სუფთა ჰაერზე ვარჯიშით, ძილის მოწესრიგებით და კვების რეგულარული რეჟიმის დაცვით.

ასევე, თქვენ შეგიძლიათ:

  • შეურჩიოთ და შესთავაზოთ თქვენს შვილს უფრო სასარგებლო გასართობი საშუალება ტელევიზორის ცქერის და კომპიუტერული თამაშის სანაცვლოდ
  • დაეხმაროთ ბავშვს შაკიკის ისეთი ხელშემწყობების თავიდან არიდებაში, როგორიცაა სტრესი, ბევრი ან ცოტა ძილი, მკვეთრი სუნი, კვების გამოტოვება; ასწავლეთ პატარას ამინდის ცვლილებებთან შეგუება
  • გამოუყავით შვილს საკმარისი დრო თამაშისა და დასვენებისათვის
 

შაკიკი თავის ტკივილის შეტევებით მიმდინარე ავადმყოფობაა. ტკივილი შეიძლება მთლიან თავში ან მის ერთ მხარეს აღმოცენდეს და დროდადრო განმეორდეს. შაკიკი შეიძლება წამოიწყოს სხვადასხვა გარეგანმა გამღიზიანებელმა, ძილ-ღვიძილის რითმის დაღვევამ, სტრესმა ან ზოგიერთმა საკვებმა.

ჩვეულებრივ, შაკიკი იწყება დაახლოებით 7 წლის ასაკში და მისი გავრცელების სიხშირე მატულობს ასაკთან ერთად.

 

ბავშვებში შაკიკის ჩვეული გამოვლინებებია:

  • კანის სიფერმკრთალე
  • ძილის დაუოკებელი სურვილი ან ძილად მივარდნა
  • გულზიდვა, ღებინება
  • ჩვეულებრივი განათების და ხმაურის აუტანლობა
  • აურა: თავის ტკივილის დადგომას შეიძლება წინ უსწრებდეს ნერვული ფუნქციების დროებითი შეკავება ანუ ნევროლოგიური დეფიციტი (მაგ.: თავბრუ ან თავბრუსხვევა, მნათი ან ბნელი წერტილების გაჩენა თვალწინ, არარსებული გემოს ან სუნის შეგრძნება)
  • მოჩვენებები და ფანტაზიები აურის განსაკუთრებული ფორმაა და ამ მდგომარეობას „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ სინდრომად მოიხსენიებენ

შაკიკის დიაგნოზი ყოველთვის ექიმმა უნდა დასვას.

  
 
 
 

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს