> მთავარი > ცხელება
 


ცხელება თავისთავად არ არის დაავადება, არამედ სხეულის ბუნებრივი იმუნური რეაქცია

ra aris cxeleba?

ბავშვის სხეულის ტემპერატურა, ჩვეულებრივ, 36.1-დან 37.8°C- მდე უნდა მერყეობდეს.

თუ თერმომეტრი 38-38.8°C- ს უჩვენებს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ შვილს აქვს „მომატებული ტემპერატურა“.

„ცხელება“ არის სხეულის ტემპერატურის მომატება 38° C-ზე ზემოთ (უკანა ტანიდან გაზომვის შემთხვევაში).

ტემპერატურის მატება და ცხელება შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ სხეული უმკლავდება ისეთ მავნე ზემოქმედებას, როგორიცაა ვირუსები ან ბაქტერიები.

  • სხეულის ნორმალური ტემპერატურა: 36.1-37.8°C
  • სხეულის მომატებული ტემპერატურა (ზომიერი ცხელება): 38-38.8°C
  • ცხელება: >38°C
  • მაღალი ცხელება ბავშვებში: 39.8°C

  
 


ცხელება ააქტიურებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმს თავდაცვაში ეხმარება

ratom aqvT bavSvebs cxeleba xSirad?

ბავშვებს ჯერ კიდევ არა აქვთ ჩამოყალიბებული დაავადებათა გამომწვევ მიკროორგანიზმებთან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები ან სოკოები, გამკლავების გამოცდილება; ამიტომ, იმუნური სისტემა უფრო ხშირად დგება განსაცდელის წინაშე. სხეულის ტემპერატურის მოწესრიგება ბავშვებში, განსაკუთრებით მცირე ასაკში, უფრო რთულია, ვიდრე ზრდასრულებში.

ცხელების შესაძლო მიზეზი

ცხელება და ტკივილი შესაძლოა მრავალი მიზეზით იყოს განპირობებული. მათგან, ყველაზე გავრცელებულია ვირუსული ინფექცია, რომელიც იწვევს გაციებას და გრიპს, ყურის და ყელის ტკივილს. კბილების ამოჭრასაც შეიძლება თან ახლდეს ცხელება. ცხელებით შესაძლოა მიმდინარეობდეს ბავშვთა გადამდები დაავადებები - ქუნთრუშა, წითელა ან ყბაყურა, რომელთაც საქართველოში ოდითგანვე „ბატონებს“ უწოდებდნენ.

ბავშვებში ცხელებას გარემოს მაღალი ტემპერატურა ან ამინდისთვის შეუფერებლად თბილი ტანსაცმლის ჩაცმაც იწვევს.

ინფექციები ყოველთვის არ იწვევს ცხელებას.

გაიგეთ მეტი ...

 

 
  
 


სითხის მიღება უმნიშვნელოვანესია, როდესაც ბავშვს აქვს ცხელება. გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად უნდა ვიზრუნოთ, რომ ბავშვმა მუდმივად მიიღოს წყალი მთელი დღის განმავლობაში

saSiSia Tu ara cxeleba?

თავისთავად, ცხელება საშიში არ არის, ეს უფრო გამაფრთხილებელი ნიშანია და, შესაძლოა, ორგანიზმის თავდაცვითი რეაქცია იყოს მავნე ზემოქმედებაზე.
მიუხედავად ამისა, ცხელებას ბავშვებში ყოველთვის ყურადღებით უნდა მოეკიდოთ, რადგან ის შეიძლება მნიშვნელობანი დაავადებების ნიშანი იყოს. ცხელებას ხშირად თან ახლავს ტკივილი ან სხვა სიმპტომები, რამაც შეიძლება ბავშვი შეაწუხოს, უარი ათქმევინოს საკვების ან წყლის მიღებაზე ეს კიდევ უფრო მეტად ასუსტებს ბავშებს და გაუწყლოებამდეც შეიძლება მიიყვანოს.

ცხელება მეტად საყურადღებოა

ზედმიწევნით დააკვირდით ცხელებას განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ახლავს გამომწვევ დაავადებას, რომელიც მკურნალობას საჭიროებს.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუკი:

  • სიცხიანი ბავშვი 3 თვეზე ნაკლები ასაკისაა
  • ბავშვს აქვს მაღალი ცხელება (39°C ან მეტი)
  • მაღალი ტემპერატურა არ იკლებს ან გრძელდება 3 დღეზე მეტ ხანს
  • სიცხესთან ერთად ბავშვს ხელები და ფეხები ეკრუნჩხება (ფებრილური გულყრა)
  • ბავშვი ბევრ სითხეს კარგავს და უარს ამბობს სითხის მიღებაზე
  • ცხელების მიზეზი უცნობია
  • სიმპტომები მნიშვნელოვან დაავადებებს მიანიშნებს; (იხ. ქვემოთ)
  • თქვენ ღელავთ მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილთაგან არც ერთი ნიშანი სახეზე არ არის

იცით, თუ არა, რომ...?

ჩვეულებრივ, ბავშვები უამრავ კითხვას სვამენ ცნობისმოყვარეობის გამო. გთავაზობთ დახმარებას, თუ როგორ უნდა მიაწოდოთ ბავშვებს ინფორმაცია იმ მოწყობილობების შესახებ, რომელთაც ექიმები იყენებენ.

პედიატრთან ...

 
  
 

სთხოვეთ თქვენს მკურნალ ექიმს, გაჩვენოთ, როგორ უნდა გამოიყენოთ თერმომეტრი, რადგან მისმა არასწორმა მოხმარებამ შეიძლება არასწორად გიჩვენოთ ტემპერატურა

gripis da gripis msgavsi simptomebis gamovlineba

არსებობს რამდენიმე ზოგადი ნიშანი, რომელიც მიუთითებს ბავშვებში ცხელების არსებობაზე ისევე, როგორც სიმპტომები, რომლებიც დამახასიათებელია ცხელების სხვადასხვა ეტაპისთვის. ზოგადი სიმპტომები:

  • მუცლის მოვლითი ტკივილი, ტირილი
  • თავისა და ფეხების ტკივილი
  • მადის დაკარგვა
  • სურდო, ხველა
  • თვალების ბრჭყვიალი
  • დაუძლურება, გამოფიტვა

ცხელების დაწყებისას:

  • სიფერმკრთალე, ცივი ხელ-ფეხი
  • „ბატის კანი“ შემცივნება

ტემპერატურის დაქვეითებისას:

  • შუბლის გაცხელება ლოყების გაწითლება
  • ხელ-ფეხის გათბობა დანამვა ოფლიანობა
  • წყურვილის გრძნობის და ცივი სითხის მიღების მოთხოვნილების გაჩენა
  
 

temperaturis daqveiTeba

ცხელება ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა და არ უნდა ჩაერიოთ ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენს პატარას ტემპერატურა აუწევს. ამასთან, ცხელების შემცირების ზომები შეიძლება დაეხმაროს თქვენს შვილს, კვლავ უკეთესად იგრძნოს თავი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი დასუსტებულია და ცხელებას ტკივილიც ახლავს.

სიცხის დამწევი საშუალებები

არსებობს სხვადასხვა აქტიური ნივთიერების შემცველი, სპეციალურად ბავშვებისთვის განკუთვნილი საშუალებები. ერთ-ერთი მათგანია მიგი® საბავშვო, რომლის შემადგენელი აქტიური ნივთიერება, იბუპროფენი, დადასტურებული ეფექტიანობით გამოირჩევა. იბუპროფენი სწრაფად აქვეითებს ტემპერატურას. მიგი® საბავშვო-ს მოქმედება დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში იწყება, 8 საათს გრძელდება და, ჩვეულებრივ, კარგად ასატანია.

მხარდამჭერი ზომები

კანის მეშვეობით სითბოს აორთქლების ხელშეწყობისა და სითხის დანაკარგის გაწონასწორებისთვის უპრიანია:

  • მსუბუქი და ჰაერის გამტარი ტანსაცმელი
  • საძინებელ ოთახში დაბალი ტემპერატურა
  • რეგულარული განიავება, მაგრამ ორპირის თავიდან აცილება

 

დიდი რაოდენობით სითხის მიღება...

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხელების დროს გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად.

  • გრილი, დაუმტკბარი და მინერალებით მდიდარი წვენები
  • დაუმტკბარი ჩაი
  • მინერალური წყალი 

ცხელების შესაფერისი მსუბუქი საკვები

უმჯობესია, სიცხიანმა ბავშვმა, მადის დაქვეითების მიუხედავად,  რაღაც მაინც ჭამოს. ამით ის ვიტამინებს და მიკროელემენტებს მიიღებს და მალე გამოჯანმრთელდება.

  • ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული
  • დაქუცმაცებული ბოსტნეულის წვნიანი (სუპ-პიურე)
  • ახალი ხილი ან უშაქრო კომპოტი
  • კარტოფილი ან ბრინჯი
  • ხორცის ბულიონი, ოღონდ ხორცის გარეშე
  • ქათმის წვნიანი

სანელებლები და მარილი თქვენს ბავშვს დაუბრუნებს ოფლით დაკარგულ მინერალებს.

  
 
 
 

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს