> მთავარი > პედიატრთან
 

pediatrTan

რას აკეთებს თქვენი ექიმი ენის შპადელით?

როდესაც ექიმს სურს, რომ დაათვალიეროს თქვენი პირის ღრუ და ყელი, ენა ხელს უშლის. ამიტომ, ხის შპადელით ექიმი ფრთხილად აწვება ენას ქვემოთ და გულდასმით ათვალიერებს პირის ღრუს ზედა ნაწილს და ნუშურა ჯირკვლებს (ტონზილებს). 

თქვენ გთხოვენ, თქვათ "ააა", რადგან როდესაც ამას აკეთებთ, მთელი არე ცოტათი წინ მოიწევს ისე, რომ  ყელის უკანა მხარე უფრო ნათლად ჩანს. ახლა ექიმს შეუძლია დაინახოს, არის თუ არა შეშუპება, სიწითლე ან გამონადენი თქვენს პირის ღრუში, ეს ყველაფერი დაავადების ნიშნებია და შესაძლოა, იყოს ტკივილის მიზეზი.

 
 

pediatrTan

რას აკეთებს თქვენი ექიმი სტეტოსკოპით და როგორ მუშაობს ეს ხელსაწყო?

სტეტოსკოპი სადიაგნოზო მოწყობილობაა, რომელსაც ექიმი იყენებს სხეულის შიგნით არსებული ხმების მისაყურადებლად. ესაა ბგერები, რომლებსაც გამოსცემს გული, ფილტვები ან დამატებითი ხმიანობა ხველების დროს. როდესაც ექიმს სურს, გულის ტონებს მოუსმინოს, იგი სტეტოსკოპის ყურსასმენებს ყურებში ითავსებს, ხოლო მილის ბოლოს არსებულ წრიულ ფირფიტას მკერდზე გადებთ. ეს საერთოდაც არ არის მტკივნეული, ცოტა სიცივე კი შეიძლება იგრძნოთ. სტეტოსკოპის ბოლო დოლზე გადაკრულ ტყავს წააგავს, რომელიც დრეკადი მილების საშუალებით ხმას ექიმის ყურებს გადასცემს. ყურსასმენების ბოლოებში დამაგრებულია მომრგვალებული, ზეთისხილის მსგავსი, ყურზე მისადები ნაწილები, რომლებიც  ექიმს უკეთ მოსმენის საშუალებას აძლევს. 

ნებისმიერი უჩვეულო ხმა შეიძლება რაიმე ავადმყოფობის ნიშანი იყოს და ექიმმა დროულად უნდა დაიჭიროს თადარიგი. მაგალითად, ფილტვებში ხიხინი ან ნახველიანი ხველა შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ ფილტვებში სითხემ გამოჟონა.

ახალი თაობის მოწყობილობა, ეგრეთ წოდებული ელექტრონული სტეტოსკოპი, აძლიერებს თქვენი სხეულიდან მომდინარე ჭეშმარიტ ხმიანობას და „აჩუმებს“ ფონურ ხმაურს. ეს მოწყობილობა შესაძლებელია კომპიუტერსაც მიუერთდეს, რაც მეხსიერებაში ინახება და საშუალებას აძლევს ექიმს, სურვილისამებრ, ნებისმიერ დროს მოუსმინოს თქვენს გულისცემას ან სხვა ხმიანობას

 
 

pediatrTan

რას აკეთებს თქვენი ექიმი ოტოსკოპით?

ოტოსკოპი ხელსაწყოა, რომელსაც ექიმი იყენებს ყურის შუა ნაწილის, სასმენი მილისა და დაფის აპკის გამოსაკვლევად. იგი შედგება სახელურისა და თავისაგან, რომელსაც აქვს პატარა ძაბრი. ექიმს შეჰყავს ოტოსკოპი თქვენს ყურში. ეს საერთოდ არ არის მტკივნეული, მაგრამ შეიძლება, ცოტათი მოგიღუტუნოთ. ოტოსკოპის შუქი მუშაობს, როგორც პატარა ლამპარი, ასე რომ, ექიმს შეუძლია,  ყველაფერი სწორად დაინახოს.

გაციების ან ყურის ტკივილის დროს ექიმმა შეიძლება დაინახოს დაფის აპკის სიწითლე ან შეშუპება, ან გამონადენი სასმენ მილში. ეს უკვე ყურის ინფექციის აშკარა ნიშნებია და შუა ყურის ანთებაზე მიუთითებს.

 
 

pediatrTan

რას აკეთებს თქვენი ექიმი ნევროლოგიური ჩაქუჩით?

ეს პატარა ჩაქუჩი სამედიცინო სადიაგნოზო მოწყობილობაა, რომლითაც შესაძლებელია იმის შემოწმება, თუ რამდენად გამართულად მუშაობს ნერვული სისტემა. გამოკვლევა მეტად მარტივია, ოდნავ სახალისოცაა და სრულიად უმტკივნეულოა. ექიმი მსუბუქი დარტყმის მეშვეობით ჩაქუჩს ფრთხილად ახებს თქვენი სხეულის სხვადასხვა ნაწილს.  ჩაქუჩის წინა ნაწილში მოთავსებული რეზინის გამო, ეს შეხება არაფერს ვნებს, ამავე დროს, თქვენი სხეულის პასუხი საკმაოდ საინტერესოა. თუ ყველაფერი წესრიგშია, თქვენი კუნთები თავისით რეაგირებს. ეს რეაქცია, რომელიც „რეფლექსის“ სახელითაა ცნობილი, ექიმს აჩვენებს, რომ ნერვები სწორად მუშაობს, რაც აუცილებელია სხეულის მოძრაობის უზრუნველსაყოფად.

მაგალითი: ბარძაყის კუნთის რეფლექსის შესამოწმებლად, თქვენ უნდა დაჯდეთ სკამზე, გადაჯვარედინებული ფეხებით. პატარა ჩაქუჩით  ექიმი ახლა მსუბუქად ეხება მუხლის ქვედა ნაწილს და თქვენი ფეხი ავტომატურად ხტება წინ.

 
 

pediatrTan

რას აკეთებს თქვენი ექიმი ოფთალმოსკოპით?

როდესაც გაციებული ხართ, ზოგჯერ მგრძნობიარედ რეაგირებთ შუქზე; თვალები გექავებათ, გტკივათ ან გეცრემლებათ და შესაძლებელია, თვალის კუთხეებში გარკვეული გამონადენიც გქონდეთ. თვალების გამოსაკვლევად, ექიმი იყენებს პატარა შუქს, რომელიც ჰგავს ბურთულიან კალამს. ეს კალამი თვალში ანათებს და შესაძლებელი ხდება თქვენი თვალის ლორწოვანი და ფერადი გარსის, ქუთუთოს დათვალიერება, გუგის რეფლექსის შემოწმება. შუქის გამოყენებით ექიმს ასევე შეუძლია  პირისა და ყელის დათვალიერება.

 
 
 
 

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს